მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ოქროს ფასი ისევ მცირდება

ოქრო - დოლარი

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 3.5%-ით დაეცა და დღეს 4,550 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია. რაც შეეხება ვერცხლს, ის 78 დოლარად ივაჭრება და 6.5%-ით არის გაუფასურებული.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ფასების მატება ბაზარზე იმ მოლოდინს აძლიერებს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას სხვა შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები