მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება

ოქრო და ვერცხლი

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 2,745 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით, ერთ თვეში კი 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 30%-ს შეადგენს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.

როგორც წესი, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები