მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასმა მოიმატა - 1 უნციას ღირებულება $1,961 შეადგენს - რა მოლოდინებია ადგილობრივ ბაზარზე?

64b7a77f4e938
ნინი ლონგურაშვილი
23.07.23 00:05
969
სტატიაში საუბარია:
ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე 1 უნცია ოქროს ღირებულებამ 1961 დოლარს მიაღწია, წინა თვესთან შედარებით ფასი, შედარებით გაიზარდა. რატი მესხიშვილმა - Galt & Taggart-ის უფროსმა ასოცირებულმა ბროკერმა BMG-ის უთხრა, რომ, ივნისში ოქროს ფასი თვიურად 2.2%-ით შემცირდა და 1905 დოლარამდე ჩამოვიდა.

“დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, საერთაშორისო ბაზრებზე 1 უნცია ოქროს ფასმა 1961 დოლარს მიაღწია, თუმცა წინა თვის შუა რიცხვებში, ჩვენ დავინახეთ რომ ოქროს ფასი შედარებით დასტაბილურდა და 1905-1910 დოლარის ფარგლებში იყო. ბოლო პერიოდია, ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, მას შემდეგ, რაც გლობალურად ევროპის და ამერიკის ბანკები გამოვიდნენ და თქვეს, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, შესაძლოა, გაგრძელდეს, რადგან ინფლაცია ჯერ ისე არ არის კალაპოტში. ეს ცვლილებები ოქროზე იმის გამო აისახება, ასე ძალიან, რომ ოქრო არამარტო საიუველიროდ ან მხოლოდ ტექნოლოგიებში გამოიყენება, არამედ ასევე არის საკმაოდ დიდი საინვესტიციო ინსტრუმენტი, კერძოდ, ჰეჯირების ინსტრუმენტი, როდესაც ბაზარზე არის გაუგებრობა, ხალხი, ძირითადად ირჩევს გამოვიდნენ აქციებიდან და შევიდნენ ოქროში, ადამიანები ფიქრობენ რომ კაპიტალურ ბაზარზე ჯერ კიდევ არასტაბილური სიტუაციაა, ამიტომ არჩევანს აკეთებენ ოქროზე, ამიტომ ფულის შედინებას ოქროში ვხედავთ.

BMG-ის კითხვაზე როდის აისახება საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასი, ადგილობრივ ბირჟებზე, Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2024 წლიდან მოლოდინია, საპროცენტო განაკვეთების შემცირების, რაც თავის მხრივ, ოქროს ფასზეც აისახება. რატი მესხიშვილის თქმით, საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ვარდნა, ქართულ ბაზარზეც აისახება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში.

“ რაც შეეხება მოლოდინებს, 2024 წლიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდის შენელება დაიწყება და შესაძლოა ოქროს ფასმაც დაიწიოს. თუმცა ახლა ამაზე საუბარი ადრეა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ფასების ასახვას, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს, თუმცა ეს არ მოხდება მალე. გარკვეული პერიოდი სჭირდება ქართულ ბაზარს, მიახლოებით 2 კვირა მაინც, რომ ცვლილებები დაეტყოს, რადგან ჩვენებს მარაგები გაკეთებული აქვთ და მარაგების ფასის ცვლილება სწრაფად არ ხდება.” აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

2023 წლის განმავლობაში 1 უნცია ოქროს ფასი უმეტესად 2000 დოლარის ფარგლებშია, მაშინ, როცა 2022 წელს, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,961 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები