მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ოქროს ბირჟაზე ოქრო?

64b7abc70409a
ნინი ლონგურაშვილი
20.07.23 09:31
20354
სტატიაში საუბარია:

ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე 1 უნცია ოქროს ღირებულებამ 1,961 დოლარს მიაღწია, წინა თვესთან შედარებით ფასი, შედარებით გაიზარდა.

BMG ოქროს და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელს ესაუბრა. გულიკო მორჩილაძეს თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ფასის მატება ჯერ არ დაფიქსირებულა.

“ჯართის სახით, 1 უნცია ოქრო 94-95 ლარი ღირს, რაც შეეხება ნაკეთობას, მისი ფასი 125 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. ნაკეთობის ფასი სინჯის მიხედვით გამოითვლება, 585 სინჯი 125-დან 135ლარამდე მერყეობს, 750 სინჯი კი 150-დან 170 ლარამდეა, - აღნიშნა გულიკო მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, 2023 წლის განმავლობაში 1 უნცია ოქროს ფასი უმეტესად 2000 დოლარის ფარგლებშია, მაშინ, როცა 2022 წელს, ძირითადად, 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღევანდელი მდგომარეობით კი, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1,961 დოლარს შეადგენს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები