საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი მკვეთრად ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთწლიან პერიოდში ვარდნა 30%-ია, შედეგად, შაქრის ფასი ამჟამად 5-წლიან მინიმუმზეა.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული. მიწოდების ზრდას ინდოეთსა და ბრაზილიაში ხელსაყრელი ამინდი და წარმოების დაჩქარება განაპირობებს.
ამას ისიც ემატება, რომ ბირჟაზე კაკაო გაიაფებულია, ხოლო კაკაოსა და შაქარს შორის ყოველთვის არსებობს ინდუსტრიული კორელაცია.
თუკი სამომავლო პროგნოზებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ანალიტიკოსები შაქრის ზედმეტად გაძვირებას ან უფრო მეტად გაიაფებას არ მოელიან, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ამჟამად დასტაბილურებულია.
ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, საშუალოდ კილოგრამი შაქრის ფასი საქართველოში 2 ლარის ფარგლებშია.




























