მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბირჟებზე ხორბლისა და შაქრის ფასები შემცირდა

ხორბალი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟებზე სტრატეგიულ პროდუქტებზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება, რაც ხორბლისა და შაქრის ღირებულების მნიშვნელოვან შემცირებაში გამოიხატა. მაგალითად, შაქარი ერთ თვეში 10%-ით არის გაიაფებული, ხოლო ხორბალთან მიმართებით 14%-იანი კორექცია ფიქსირდება.

არსებული ინფორმაციით, ხორბლის ბაზარზე ფასების კლება, ძირითადად, აშშ-სა და ევროკავშირში მოსავლის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, ასევე შავი ზღვის რეგიონიდან სტაბილურ მიწოდებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, ბაზარზე მიწოდების დეფიციტის რისკები შემცირდა, რამაც ფასებზე დაღმავალი ზეწოლა გაზარდა.

რაც შეეხება შაქრის ბაზარს, პროდუქტის გაიაფება მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ბრაზილიაში შაქრის ლერწმის მოსავლის აღების აქტიურ ფაზას და ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს უკავშირდება. გლობალურ ბაზარზე მიწოდების ზრდამ ფასების შესაბამისი კორექტირება გამოიწვია. თანაც, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ამ ბაზარზე არსებითი გავლენა არ ჰქონია.

ზოგადად, საერთაშორისო ბირჟებზე ფასების კლება იმპორტიორ ქვეყნებზე, როგორც წესი, გარკვეული დროის შემდეგ აისახება. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს პროცესი საქართველოში როგორც ფქვილისა და პურპროდუქტების, ისე შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის ფასების სტაბილიზაციას ან შემცირებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები