მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულება ბოლო ერთ თვეში 6.5%-ით შემცირდა და ათი თვის მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. საბაზრო დინამიკას რაც შეეხება, ამჟამად ხორბალი ერთ ბუშელზე $5.75-ად ივაჭრება, რაც აგვისტოში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე 25%-ით ნაკლებია.
ხორბლის გაიაფებას გლობალური მიწოდების ზრდის მოლოდინი განაპირობებს. საერთაშორისო მარცვლეულის საბჭომ 2026/27 წლების მოსავლის პროგნოზი 826 მილიონ ტონამდე გაზარდა, რაც არგენტინის, ავსტრალიის, თურქეთისა და ეგვიპტეს მაღალ მაჩვენებლებს უკავშირდება.
პარალელურად, იმპორტზე მოთხოვნა შესუსტდა და ეგვიპტემ შესყიდვების სამიზნე მაჩვენებლები შეკვეცა.
ექსპერტების შეფასებით, შავი ზღვის რეგიონში არსებული ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, მარაგების სიჭარბემ სატრანსპორტო რისკების ხარჯები სრულად გადაფარა და ფასების შემცირება გამოიწვია.
























