16 მაისის ვაჭრობა Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ლარის გამყარებით დაიწყო. ვაჭრობა 2.82-ის კურსზე გაიხსნა და ის რამდენიმე საათში 2.76-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, ეს შემცირება სწორედ ეროვნული ბანკის ინტერვენციას უკავშირდება. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, ერთი დოლარი 2,77 ლარად ივაჭრება. დღეს შედარებით დასტაბილურების ნიშნები აჩვენა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულებამაც. “საქმიანი საღამოს” წამყვანი გიორგი თოლორდავა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და მეტს ის გვეტყვის, რა ვითარებაა ამ დროისთვის ბირჟებზე?