მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitanica: ახალი პერსპექტივა ქართულ კრიპტო ბაზარზე

Partners & Benefits
23.07.24 14:52
404

Bitanica ახალი, ინოვაციური კრიპტო სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ და უსაფრთხო ციფრულ სივრცეს კრიპტო-ტრეიდინგისთვის.

Მრავალფეროვანი ფუნქციონალი, მოქნილი სერვისები და შეუფერხებელი ვაჭრობა 40-მდე კრიპტო აქტივით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს იგრძნოს ის სისწრაფე და კომფორტი, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ბირჟებს გააჩნია.

Bitanica საქართველოში მესამე კომპანიაა, რომელმაც მიიღო ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. როგორც კომპანიის, ისე მომხმარებლებისთვის და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიისთვის რისკების დაზღვევა და უსაფრთხოების გარანტია მნიშვნელოვანია, ლიცენზია კი სერვისების შესაბამისობას უზრუნველყოფს რეგულაციებსა და სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოინდუსტრია სავსეა გამოწვევებით მსოფლიო მასშტაბით, საქართველო და ქართული აუდიტორია აქტიურად ვითარდება ამ სფეროში და ფეხს უწყობს საერთაშორისო ტრენდებს. კრიპტო მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, კრიპტოენთუზიასტებს კი, მინიმუმ უცხოური ბირჟების ანალოგი, მაქსიმუმ კი გაუმჯობესებული გამოცდილება უნდა შევთავაზოთ ქართულ რეალობაში, სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიმუშავა ბიტანიკამ სერვისები, რომლებიც მომხმარებლებს სრულყოფილი ტრეიდინგის გამოცდილებას უქმნის და სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ პირობებს:

  • P2P ვაჭრობა: პირველი 0%-იანი P2P პლატფორმა საქართველოში სწორედ Bitanica არის, როგორც Seller-ს ისევე buyer-ს სთავაზობს 0% საკომისიოს ვაჭრობისთვის, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.
  • Spot ვაჭრობა: პლატფორმა უზრუნველყოფს ნულოვანი სპრედებით (Near-zero spreads) ვაჭრობას, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს კონკურენტული ფასები, საერთაშორისო ბირჟებთან მიმართებაში. Spot ვაჭრობის სფეროში პრიორიტეტი მყისიერ ტრანზაქციებს ენიჭება. მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოვალუტის შეძენა ან გაყიდვა მოწინავე საბაზრო განაკვეთებით, რაც უზრუნველყოფს მოგების მიღებას ბაზრის ცვლილების ყველა ტალღიდან.
  • Stable Coin-ები: პლატფორმაზე წარმოდგენილი Stable Coin-ები, როგორიცაა GELB, USDB და EURB - 100% Fiat-ის მხარდაჭერით, უზრუნველყოფილია Fiat-ის რეზერვებით, რაც მომხმარებლებს სტაბილური და დაცული ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. Stable Coin-ები არის Multi-Chain: ხელმისაწვდომია Ethereum-ზე, Binance Smart Chain-ზე და Tron-ზე.
  • მაღალი ლიკვიდურობა: მომხმარებლებს სწრაფად, მარტივად და ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი ლიმიტით, შეუძლიათ შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო აქტივები.
  • Სწრაფი კონვერტაცია: მომენტალური გადაცვლა პლატფორმაზე არსებულ 40-მდე კრიპტოვალუტაზე, ასევე Stable Coin-ების საშუალებით Fiat ვალუტაზე.

მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილებისთვის Bitanica-მ ახალი პროგრამა Partners & Benefits წარადგინა, რაც დამატებითი სარგებლის მიღების ახალი საშუალებაა, ერთგვარ რეფერალურ სისტემას წარმოადგენს და პლატფორმაზე რეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ პირებს სთავაზობს 30%-იან სარგებელს როგორც Spot, ისე Convert ვაჭრობიდან.

სიახლეების დანერგვა პლატფორმაზე მუდმივ რეჟიმში გრძელდება, Bitanica-ს ქართული გუნდი უკვე 1 წელზე მეტია მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე მუშაობს. კომპანიის დირექტორი ვახო ჭითავა, 12 წელია ფინანსური სექტორისთვის პროდუქტების, სერვისებისა და სისტემების განვითარებაზე ზრუნავს, ახლა კი, აქტიურად არის ჩართული როგორც Bitanica-ს პლატფორმის, ისე რეგიონში კრიპტო ინდუსტრიის განვითარების პროცესში.

ბიტანიკას მიზნებისა და სიახლეების შესახებ სწორედ ვახო გვიყვება:

“ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ფინანსური სერვისების განვითარების ახალი ეტაპი. Სფეროში ბევრი საინტერესო შესაძლებლობაა, რაც უსაფრთხო და კლიენტზე მორგებული პროექტების შექმნის საშუალებას გვაძლევს. Bitanica-ს სურს გახდეს წამყვანი კრიპტო პლატფორმა. კომპანია ყოველდღიურად აფართოებს გეგმებს და ამ ეტაპზე ორი მთავარი მიზანი აქვს: მასშტაბირება, რაც გულისხმობს მეზობელ და გლობალურ ბაზრებზე გასვლას და ტოკენების მრავალფეროვანი არჩევანის შემოტანა - ბაზარზე ახალი კრიპტო პროდუქტების დანერგვა, რაც კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს მომხმარებელს.”

Bitanica ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართულ კრიპტო ბაზარზე და მიზნად ისახავს კრიპტო მომხმარებლებისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სავაჭრო პლატფორმის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს დაცულ, სწრაფ და ინოვაციურ სერვისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები