გიყვებით კომპანიაზე Taste Lab, რომლის პირველი პროდუქტიც სახელად BITE იოგურტსა და მაწონზე დაფუძნებული ხრაშუნა სნექია, რომელიც სუბლიმაციის, ანუ სწრაფი გაყინვისა და შრობის ტექნოლოგიით მზადდება. დეტალებზე სიუჟეტში მოგიყვებით ვრცლად და შემდეგ უკვე სანდრო კანდელაკს უნდა ვუმასპინძლოთ, რომლის განმარტებითაც ახალი ქართული სნექი არ შეიცავს დამატებულ შაქარს და, სრულფასოვან ჯანსაღ ალტერნატივას ქმნის თანამედროვე სწრაფი კვების ბაზარზე.


































