ცნობილი ამერიკელი მეწარმე და Shark Tank-ის ინვესტორი მარკ ქიუბანი ვარაუდობს, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და ინფლაციური წნეხი, შესაძლოა, ბიტკოინის გლობალურ სარეზერვო აქტივად ქცევის საფუძველი გახდეს.
მილიარდერის აზრით, სილიკონის ველზე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ მხარდაჭერის ზრდა შესაძლოა ნიშნავდეს ბიტკოინისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს, რადგან ის ღიად პროკრიპტო კანდიდატია.
გარდა ამისა, ქიუბანი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ინფლაციური წნეხი შეიძლება გაუარესდეს ტრამპის მიერ დაპირებული სამომავლო საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შემდეგ.
საერთო ჯამში, ეს მოვლენები შეიძლება ბიტკოინის ფასის ზრდის კატალიზატორად იქცეს.