კრიპტოინდუსტრია აღმასვლას განაგრძობს - გასული 24 საათის განმავლობაში ბაზრის საერთო შეფასება 0.5%-ით გაიზარდა და 2 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბიტკოინის ფასმა 67,400 დოლარი შეადგინა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 330 მილიარდი დოლარი გახდა, რაც ერთ კვირაში 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ეთერიუმის ფასი 3,500 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 419 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 5%-ია.