კრიპტოაქტივების მიმართ ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყოველწლიურად იზრდება. Triple A-ის კვლევის თანახმად, ამჟამად ერთი ტიპის კრიპტოვალუტას მაინც დაახლოებით 420 მილიონი ადამიანი ფლობს.
კრიპტოინდუსტრიით დაინტერესებული მოსახლეობის ყველაზე დიდი კონცენტრაცია აზიაშია, სადაც აქტივების მფლობელთა რაოდენობა 260 მილიონს აღწევს. მეორე ადგილზე 54 მილიონით ჩრდილოეთ ამერიკაა წარმოდგენილი. აფრიკის კონტინენტზე კრიპტოვალუტა 38 მილიონ მოქალაქეს აქვს. სამხრეთ ამერიკაში აღნიშნული მაჩვენებელი 33 მილიონია. ევროპის რეგიონში კრიპტოვალუტებს 31 მილიონი მოქალაქე ფლობს, ხოლო ავსტრალიაში კრიპტო ინვესტორთა რაოდენობა 1.5 მილიონია.
რაც შეეხება დემოგრაფიულ გადანაწილებას, კრიპტოაქტივებით დაინტერესებული მოსახლეობის 63% მამაკაცია, მათ 71%-ს ბაკალავრის ხარისხი აქვს, წლიური საშუალო შემოსავალი კი 25,000 დოლარია.
როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბიტკოინი და ეთერიუმი აქვს, ალტკოინების მფლობელობის მაჩვენებელიც მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მაღალია.
აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე კრიპტოვალუტების ფასების შემცირების მიუხედავად, ინდუსტრიის მიმართ ინტერესი მაინც ყოველწლიურად სტაბილურად იზრდება.