მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DEUTSCHE BANK-მა კრიპტო და ციფრული სერვისების ლიცენზია მოითხოვა

6492dc2a44fdc
გიორგი თოლორდავა
21.06.23 15:58
777
ევროპის უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაცია Deutsche Bank-მა გერმანული მარეგულირებელი ორგანოსგან კრიპტო და ციფრული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო ლიცენზია მოითხოვა.

Deutsche Bank-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კომპანია კასტოდიური სერვისის გაწევის უფლებას ითხოვს, რომლის მიღების შემდეგაც ბანკს პირდაპირ შეეძლება კლიენტების კრიპტოაქტივების შენახვა და მენეჯმენტი.

გარდა ამისა, ბანკი გეგმავს, რომ მომავალში კრიპტო ტრეიდინგის ფუნქციონალიც დაამატოს, ანუ Deutsche Bank-ის მომხმარებლები პირდაპირ საბანკო აპლიკაციიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვას.

როგორც ირკვევა, ბანკი სრულად უზრუნველყოფს კრიპტოაქტივების დაცულობას და დაზღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულ კრიპტობირჟებთან შედარებით, დაჰაკვის ან გაკოტრების რისკი Deutsche Bank-თან მიმართებით ფაქტობრივად ნულის ტოლი იქნება.

Deutsche-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 20 მილიარდ დოლარს შეადგენს და მისი აქტივების მოცულობა დაახლოებით 1 ტრილიონ 420 მილიარდი დოლარია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები