მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DEUTSCHE BANK-ს კრიპტო და ციფრული სერვისები ექნება

Deutsche

ევროპის უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაცია Deutsche Bank-მა გერმანული მარეგულირებელი ორგანოსგან კრიპტო და ციფრული სერვისების მიწოდებისათვის საჭირო ლიცენზია მოიპოვა.

გერმანულმა ბანკმა შეთანხმება გააფორმა შვეიცარიულ Taurus-თან, რომლის დახმარებით ის კასტოდიური სერვისის გაწევას და კლიენტების კრიპტოაქტივების შენახვა-მენეჯმენტს შეძლებს.

გარდა ამისა, ბანკი გეგმავს, რომ მომავალში კრიპტო ტრეიდინგის ფუნქციონალიც დაამატოს, ანუ Deutsche Bank-ის მომხმარებლები პირდაპირ საბანკო აპლიკაციიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვას.

როგორც ირკვევა, ბანკი სრულად უზრუნველყოფს კრიპტოაქტივების დაცულობას და დაზღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციულ კრიპტობირჟებთან შედარებით, დაჰაკვის ან გაკოტრების რისკი Deutsche Bank-თან მიმართებით ფაქტობრივად ნულის ტოლი იქნება.

Deutsche-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 20 მილიარდ დოლარს შეადგენს და მისი აქტივების მოცულობა დაახლოებით 1 ტრილიონ 420 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები