მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი მომავალ წელს 120,000 დოლარს მიაღწევს - Standard Chartered

კრიპტო

მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მომავალ წელს ბიტკოინის ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი იქნება.

ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე არის იმის რეალური შანსი, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 50,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწიოს, თუმცა ეს გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი 27,000-დოლარიანი ფასიდან დაახლოებით 85%-ით გაიზრდება.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად, რა თქმა უნდა, ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება.

მომდევნო ჰალვინგი 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი ჰალვინგის შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.