მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასები იზრდება

6461eabcb1152
გიორგი თოლორდავა
15.05.23 12:31
676
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 1.6%-ით გაიზარდა და ამჟამად ის 1 ტრილიონ 140 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბიტკოინის ფასი 27,500 დოლარს შეადგენს, რაც 24 საათში 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი 531 მილიარდ დოლარს შეადგენს.

$225-მილიარდიანი კაპიტალიზაციით ეთერიუმი რეიტინგში ისევ მეორე ადგილს იკავებს, მისი ღირებულება კი 1,830 დოლარს შეადგენს, რაც 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, მათ შორისაა: Cardano, XRP, Polygon და Solana.

კრიპტოაქტივების გაძვირება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას უკავშირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, FED-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი შეანელა და სავარაუდოა, რომ FED-ის მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთი უცვლელად დარჩება. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთსა და სარისკო აქტივების ფასებს შორის საპირისპირო მიმართებაა; რაც უფრო მკაცრია მონეტარული პოლიტიკა - მით უფრო მეტად უფასურდება სარისკო აქტივები და პირიქით.