მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

ბიტკოინი (BEAR)

რეკორდული შედეგის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტვიების ფასები მკვეთრად დაეცა.

ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 590 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 4.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 5%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება ის ამჟამად 68,600 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.34 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,700 დოლარს შეადგენს, რაც ასევე 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $446 მილიარდს შეადგენს.

მკვეთრი დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, რაც იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ ინვესტორებმა რეკორდული ზრდის ფონზე მოგების განაღდება გადაწყვიტეს, ბაზარი კი კორექციის ფაზაში გადავიდა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა, რაც კრიპტოინდუსტრიაზეც ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები