მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა

კრიპტო ვარდნა

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 280 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თითქმის 10%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 95,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.

რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,300 დოლარს შეადგენს, რაც 17%-ით შემცირებული მაჩვენებელია, მისი კაპიტალიზაცია კი $397 მილიარდს შეადგენს.

კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რომლის საერთო შეფასება თითქმის 5%-ითაა შემცირებული, რასაც, თავის მხრივ, ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განცხადება განაპირობებს, რომელმაც 2025 წლის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ნეგატიური პროგნოზი გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები