მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება – მიზეზები

ბიტკოინი

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება - ბიტკოინის ფასი ამჟამად 44,000 დოლარს აღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 865 მილიარდი დოლარია.

მოიმატა ეთერიუმის ფასმაც და ის ამჟამად 2,250 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო შეფასება კი $267 მილიარდია.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა Binance-ის $4.3 მილიარდით დაჯარიმებასთან და მრავალწლიანი სასამართლო დავის დასრულებასთანაა დაკავშირებული. ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ამ მოვლენით კრიპტოინდუსტრია რეგულირების და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის გზას დაადგა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ინდუსტრიის განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე ისაუბრა, რაც ინვესტორებს აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ 2024-ის პირველი ნახევრიდან ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთვება. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, მოგეხსენებათ, საფონდო ბირჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია ბიტკოინის და ეთერიუმის Spot ETF-ის ანუ სავაჭრო ფონდის დასამტკიცებლად ემზადება, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერაც უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები