მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკამ $500 მილიონის ღირებულების ირანული კრიპტოაქტივები დააყადაღა

ირანული

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, დაახლოებით $500 მილიონის ღირებულების ირანული კრიპტოვალუტა დააყადაღა. ვაშინგტონის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი თეირანის წინააღმდეგ მიმართული ფინანსური შეზღუდვების ნაწილია, რაც ქვეყანაში მზარდ ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

როგორც ირკვევა, აქტივების კონფისკაცია ირანის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას უკავშირდება. ამერიკული მხარის განცხადებით, ფინანსური რესურსების შეზღუდვა თეირანის შესაძლებლობებზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია კრიპტოაქტივების გამოყენებას სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობად მიიჩნევს და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას მომავალშიც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები