საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 270 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 6%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 96,500 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,100 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $381 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შიშით არის განპირობებული.




























