ბიტკოინის ფასის 69,000 დოლარამდე ზრდის ფონზე, კრიპტო ETF-ების მიმართ მოთხოვნა რეკორდულად იზრდება. უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ETF-ებს შორის ყველაზე მოთხოვნადი BlackRock-ის მიერ გამოშვებული ფონდი, IBIT-ია, რომლის დღიურმა ბრუნვამ უკვე მიაღწია მილიარდ დოლარს.
ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ბიტკოინის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები.
ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ETF-ებზე მოთხოვნა მზარდია, რასაც კრიპტოინდუსტრიის აღმასვლა და ფასების ზრდა განაპირობებს.