მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი 105,000 დოლარამდე გაიზარდა

ბიტკოინი კრიპტო

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ბიტკოინის ფასი 105,000 დოლარს აღწევს, რაც ერთ კვირაში 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამორჩეული შედეგი აქვს ეთერიუმსაც, რომელიც თითქმის 40%-ით გაძვირდა და ერთი მონეტის ფასი ამჟამად $2,600-ს აღწევს.

საერთო ჯამში, ბაზრის კუმულაციური შეფასება $3 ტრილიონ 360 მილიარდის ფარგლებშია, ანუ ბოლო ორ კვირაში კაპიტალიზაცია თითქმის $0.5 ტრილიონით გაიზარდა.

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკული საფონდო ინდექსების აღმასვლასთან, რაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური რისკების შემცირებით და აშშ-ჩინეთის შეთანხმებით არის განპირობებული, რომლებმაც სავაჭრო ტარიფები დროებით გააუქმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები