ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, 8 მარტს, კრიპტოვალუტის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა და, ისტორიაში პირველად, $70 000-ს გადააჭარბა.
ბიტკოინზე ფასის ზრდას Reuters-ი ინვესტორების მხრიდან კრიპტოპროდუქტებზე გაჩენილი მაღალი მოთხოვნითა და გლობალური საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინით ხსნის. ბრიტანული მედია იუწყება, რომ გუშინ ბიტკოინის ღირებულებამ $70 105-ს მიაღწია, ვიდრე ის კვლავ დაეცემოდა. ბოლო მონაცემებით, კრიპტოვალუტის სავაჭრო ფასი $68 420.60 იყო.