The Beatles-ის დაშლიდან 50 წლის შემდეგ, ბენდი უკანასკნელ ერთობლივ სიმღერას მომავალ კვირას გამოუშვებს. Now and Then 1970-იან წლებში ჯონ ლენონის მიერ ჩაწერილ დემო ვერსიაზე აეწყობა, რომელიც გასულ წელს პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა დაასრულეს.
როგორც პოლ მაკარტნიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, ძველი კასეტიდან ლენონის ვოკალის აღდგენისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რომელიც შემსრულებლის ხმას მელოდიას ჩამოაშორებს.
სიმღერა სახელწოდებით Now and Then ჯონ ლენონმა 1970 წელს The Beatles-ის დაშლის შემდეგ დაწერა. მას შემდეგ რაც ლივერპულელი მუსიკოსი 1980 წელს საკუთარი აპარტამენტის წინ მოკლეს, მისი ჩანაწერები ცოლმა, იოკო ონომ პოლ მაკარტნის გადასცა, რამაც ახალი მუსიკის შექმნის საშუალება გააჩინა. თუმცა ბიტლზებმა ეს გეგმა მალევე მიატოვეს, რადგან კასეტაზე ლენონის ჩანაწერის ხარისხი, ჯორჯ ჰარისონის შეფასებით, “გამოუსადეგარი ხარახურა” იყო. აუდიო ტექნოლოგიის განვითარებამ პოლ მაკარტნის სიმღერის დასრულების საშუალება მისცა.
სიმღერის პრემიერა 2 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე შედგება.