მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეზე კომპანია “ჩირინამ” ახალი საწარმო გახსნა

64a81d96085e3
BM.GE
07.07.23 18:11
667
ბრენდი „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილეს ქართული ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნით აღნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ „ბიუ ბიუს“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო.

„ჩირინას“ ახალი საწარმო ხორცის დამუშავების პირველი საწარმოა საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა და აწარმოებს ხორცპროდუქტებს ახალი, ნედლი ხორცისგან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ: მოსახარში და შესაწვავი სოსისი, სარდელი, ძეხვი საექიმო, ძეხვი სერველატი, შაშხი, შებოლილი ქათმის ნაჭრები, დამარინადებული ქათმის პროდუქცია, ნაგეტსი, შნიცელი, კოტლეტი და სხვა.

ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. წარმოებას საკმაოდ დიდი მასშტაბი გააჩნია - დღიური წარმოება 8-10 ტონა პროდუქციაზეა გათვლილი", - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა.

საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. შენობის დიზაინი და დაგეგმარება შემუშავებულია ავსტრიული კომპანია „Foodfab”-ის მიერ, რომელიც საპროექტო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად არის მიჩნეული. საწარმოს შიდა სივრცე აღჭურვილია წამყვანი ევროპული კომპანიების (Schröter, GEA, Seydelmann, Rex, Henneken, Alco, Multivac და სხვა) უახლესი ტექნოლოგიების ხელსაწყო-დანადგარებით.

ამ ეტაპზე კომპანია „ჩირინას“ დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 თანამშრომელი, რასაც ახალ საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა შეემატება.
დღეისთვის „ჩირინას“ ამიერკავკასიაში მეფრინველეობის ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს. მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვების ქარხანა, ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა". წარმოების თითოეული რგოლი აკრედიტირებულია ISO 22000 სტანდარტით HACCP-ის პრინციპებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები