მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტი გრანტებზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ 2025 წლის ბიუჯეტში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ - კაკაურიძე

კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გრანტებზე დამოკიდებული არაა და 2025 წლის ბიუჯეტში შეფერხების რისკებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან არაერთი მიმართულებით შეჩერებული უცხოური დახმარების ფონზე, მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაძლო რისკებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვა ბიუჯეტში შეფერხებას ვერ შექმნის.

"საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის დამოკიდებული გრანტებზე, გრანტების წილი მინიმალურია, ამიტომ, ჩვენ მომდევნო წლის ბიუჯეტში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ იმისას, რომ რაიმე შეფერხება იქნება. 30 მილიონის გრანტის არ ჩარიცხვა რაიმე მიმართულებას შეფერხებას, რა თქმა უნდა, ვერ შეუქმნის, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებსაც მათთან ერთად ვგეგმავთ, ვაკეთებთ და არ ის, რომ უბრალოდ თანხის კუთხით გვაქვს კონსულტაციები ამ თუ იმ დონორთან", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები