მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის ათვისებაში გეგმასთან 1.4 მილიარდი ლარის ჩამორჩენაა - რომელი უწყებები ვერ ითვისებენ ბიუჯეტს

ქვრივიშვილი და კობახიძე

2025 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ 20.7 მილიარდი ლარის ნაცვლად 19.3 მილიარდი ლარი აითვისა, რაც გეგმის 93.3%-ია. ასეთი დაბალი საბიუჯეტო ათვისების მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა. გეგმით განსაზღვრულსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

სამინისტროებს შორის ათვისების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშია. წელს უწყების ბიუჯეტი 947 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უწყებას 9 თვეში 713 მილიონი ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა ფაქტობრივი შესრულება მხოლოდ 475 მილიონი ლარი იყო, რაც 9 თვის გეგმის 67%-ია. სამინისტროში ბიუჯეტის ათვისების ჩამორჩენაა ძირითადად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებით, რაზეც 100 მილიონი ლარის ნაცვლად 38 მილიონი ლარი დაიხარჯა. ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურის მომზადებაზე, რა მიმართულებითაც იანვარ-სექტემბერში 102.5 მილიონი ლარის ნაცვლად 50.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ასევე მნიშვნელოვანია ჩამორჩენა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელმაც 9 თვის გეგმის 91% აითვისა. ყველაზე მკვეთრია ჩამორჩენა თბილისი-წითელი ხიდის და თბილისი-სადახლოს ახალი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებში, სადაც 9 თვეში 160 მილიონი ლარის ნაცვლად მხოლოდ 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დაბალი ათვისება პროექტის კონტრაქტორის შესარჩევი ტენდერის გაჭიანურებით არის განპირობებული.

2025 წლის ბიუჯეტის ათვისება მხარჯავი უწყებების მიხედვით ფაქტობრივი ათვისება 9 თვის გეგმასთან მიმართებით:

მხარჯავი უწყება ფაქტობრივი ათვისება 2025 წლის 9 თვის განმავლობაში შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებით
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 6,585,923,048 100%
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2,057,970,485 91%
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1,761,241,762 91%
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1,221,810,791 89%
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 996,765,635 95%
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო
579,030,088 93%
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
474,897,837 67%
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 263,041,517 83%
საქართველოს სპორტის სამინისტრო 240,429,234 96%
საქართველოს კულტურის სამინისტრო 174,704,841 73%
სახელმწიფო უსაფრთოების სამინისტრო 150,968,644 86%
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 143,819,126 88%
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 80,133,759 91%
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 79,600,993 82%
პარლამენტი 59,265,334 73%
მთავრობის ადმინისტრაცია 15,987,399 63%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები