მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი ₾170 მლნ ლარით, ₾23.2 მილიარდამდე გაიზარდა

ბიუჯეტი

საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომლის მიხედვითაც გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე ასიგნებების მოცულობა.

ბიუჯეტის კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 468,6 მლნ ლარით და განისაზღვრება 30 759,4 მლნ ლარის ოდენობით. აქედან შემოსავლები - 24 996,3 მლნ ლარია (პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 397,3 მლნ ლარით); მათ შორის: საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გაზრდილია 170 მლნ ლარით შეადგენს 23,200,0 მლნ ლარს. სხვა წყაროებიდან მისაღები შემოსულობები ჯამში გაზრდილია 71,3 მლნ ლარით, ხოლო გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი გაზრდილია 127,3 მლნ ლარით და განისაზღვრება 346,3 მლნ ლარის ოდენობით.

ჯამურად 23,2 მილიარდის ოდენობის საგადასახადო გეგმა ასეთია:

  • საშემოსავლო გადასახადი - 8.2 მლრდ ლარი;
  • მოგების გადასახადი - 3.2 მლრდ ლარი;
  • დღგ - 8.7 მლრდ ლარი;
  • აქციზი - 2.7 მლრდ ლარი;
  • იმპორტის გადასახადი - 150 მლნ ლარი;
  • სხვა გადასახადები - 185 მლნ ლარი.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 405,5 მლნ ლარით და შეადგენს 30 881,4 მლნ ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები