2026 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული თანხა 17.6 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც გეგმის 103%-ს შეადგენს. კონკრეტული გადასახადების მიმართულებით გეგმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადაჭარბება მოგების გადასახადში ფიქსირდება, რომლის სახითაც აკრეფილი თანხა 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გეგმის 110.9%-ია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.53 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 102.3%;
- საშემოსავლო გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 101.9%;
- მოგების გადასახადი - 2.7 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 110.9%;
- აქციზი - 2 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 103%;
- იმპორტის გადასახადი - 121.5 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 108.5%.
რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, პრივატიზაციიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 189 მილიონი ლარი გადაირიცხა, რაც გეგმის 132%-ია. ეროვნული ბანკის მოგებიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 571.6 მილიონი ლარი შევიდა, მთავრობის მიერ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი 247 მილიონი იყო, სანქციებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში 186.5 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის 129% იყო.
























