მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტმა წელს ბიზნესს 1.1 მილიარდის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნა

62d16b6e2d84c
BM.GE
15.07.22 18:00
916
2022 წლის 6 თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბიზნესს საგადასახადო ზედმეტობის სახით 1.1 მილიარდი ლარი დაუბრუნა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. 2021 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ბიზნესს სულ 1.93 მილიარდი ლარი დაუბრუნდა. 

ჯერჯერობით ბიუჯეტის შესრულების სხვა პარამეტრები და კონკრეტული გადასახადებით მობილიზებული თანხა უცნობია. ამის შესახებ ანგარიშს ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები