„მესმის, რომ ბიუჯეტი, მით უფრო, ჩვენი, სექტორალური მიმართულებებით, არასდროს არის საკმარისი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მეტად პრიორიტეტულია, მეტი დაფასება ჭირება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერ პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სდარაჯოზე დგას, ეს იქნება სასწრაფო ბრიგადის ექიმი, სოფლის ექიმი, მძღოლი თუ სხვა“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით, საბიუჯეტო სახსრების დამატებით მობილიზებას საჭიროებს.
„ბიუჯეტში ვერ ვნახე და ვერც მოვისმინე სოფლის ექიმების 25%-იანი სახელფასო მატება. სოფლის ექიმების როლი პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.
ჩვენ გვქონდა ასევე მსჯელობა და დაპირებაა, რომ დისკრიმინაციულ და არათანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასწრაფოს ბრიგადებთან მიმართებაში, რაც არის თბილისსა და რეგიონებს შორის. ისინი ასრულებენ მნიშნელოვან სამუშაოს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით და ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.
საპენსიო მატებასთან დაკავშირებით არ ჩანს პირველი ჯგუფის და შშმ ბავშვების საპენსიო მატების ციფრობრივი ასახვა. გადაწყვეტილება მისაღებია ვეტერანებთან მიმართულებითაც.
გაზრდილია დიაბეტის პროგრამის დაფინანასება, მაგრამ გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვა ბავშვებში, გვინდა მტი დაზუსტება და გათვალისწინება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.