გამსხვილებები საქართველოს ბაზარზე - 2024 წელს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ ბიზნეს სუბიექტების 11 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, მათ შორის FMCG ბაზარზე უმსხვილესი ჯგუფის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც "დეილი ჯგუფის" ქვეშ ერთიანდება ისეთი ბრენდები, როგორიცაა ,,დეილი”, ,,სპარი”, ,,იოლი”, ,,კალათა”, ,,მაგნიტი” და ,,გვირილა”. ამ გაერთიანებით იქმნება ჰოლდინგი, რომელიც ამ სეგმენტში ორგანიზებული ვაჭრობის ბაზრის 30%-ს დაიკავებს. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, წელს 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა და ამ დროისათვის, კიდევ 3 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს. რომელ სექტორებში მოხდა ბიზნესების გაერთიანება და როგორ აისახება ბაზრის კონიუნქტურაზე კონცენტრაციის ფაქტები?