მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს ობლიგაციების გამოშვებაში დახმარების პროგრამა უახლოეს მომავალში დამტკიცდება

ლევან დავითაშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ახალი მიმართულება დაემატება, რაც ბიზნესისთვის ობლიგაციების გამოშვებაში დახმარების გაწევას გულისხმობს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროექტის დამტკიცება მთავრობის მომდევნო სხდომაზე იგეგმება.

"რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების გამოშვების წახალისების პროგრამას, დადგენილების პროექტი უკვე მზად არის, წარდგენილია მთავრობაზე და იმედი მაქვს რომ მომდევნო სხდომაზე უკვე იქნება დამტკიცებული და პროგრამა ფაქტობრივად ჩაეშვება,"- განაცხადა ნადარეიშვილმა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, რომ სააგენტოს მიზანია ბიზნესს კაპიტალის ბაზართან წვდომა გაუმარტივოს, რაც დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების წახალისებას გულისხმობს. მათ შორისაა ობლიგაციების გამოშვების ხელშეწყობა და წილობრივი კაპიტალის ფონდის ფორმირება.

ობლიგაციების გამოშვების გზით კაპიტალის მოზიდვა კომპანიებისთვის ხშირ შემთხვევაში საბანკო კრედიტთან შედარებით უფრო მიმზიდველ პირობებს ატარებს, რადგანაც ობლიგაციის შემთხვევაში მისი გამომშვები ფასიანი ქაღალდის მოქმედების ვადაში ინვესტორებს მხოლოდ სარგებელს არიცხავს, ხოლო ობლიგაციის ძირის მომსახურება მხოლოდ ვადის ამოწურვის დროს, ერთიანი გადახდით ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები