მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესები, რომლებიც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ კამპანიას უერთდებიან

სს

დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერ კამპანიას სხვადასხვა კომპანიები უერთდებიან.

მას შემდეგ, რაც მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის "1 ლარის მარათონი" წამოიწყეს, კამპანიაში ჩართვის სურვილი სხვადასხვა ბიზნესებმა გამოხატეს. სტუდენტების მიერ შეგროვებული თანხა უკვე 1 მილიონ ლარს აჭარბებს:

სულაკაურის გამომცემლობა:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა "დაიცავი ილიაუნის" სტუდენტებს ამ წამოწყებისთვის!

წამალი ბავშვებს!"

გამომცემლობა ინტელექტი:

"წამალი ბავშვებს! ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობის გამოწვევას და 23 მაისს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, წიგნის მაღაზია "შაქრო ბაბუაში" და intelekti.ge-ზე გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარს გადავრიცხავთ დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად".

ბიბლუსი:

"წამალი ბავშვებს! 23 მაისს, ბიბლუსის დაბადების დღეზე, ყოველი შეძენილი წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში.ერთად კეთილი საქმის კეთება ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარია".

გამომცემლობა არტანუჯი:

"წამალი ბავშვებს! ვუერთდებით "სულაკაურის გამომცემლობის" წამოწყებას და ხვალ, 23 მაისს, წიგნის მაღაზიებში "ბიბლუსსა" და "შაქრო ბაბუაში" – გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარი დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გადაირიცხება".

დიოგენე:

"23 მაისს, "ბიბლუსის" მაღაზიებში და გამომცემლობის ვებსაიტზე შეძენილი "დიოგენეს" თითოეული წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში.

ქარჩხაძის გამომცემლობა:

"23 მაისს ბიბლუსის მაღაზიებში და www.karchkhadze.ge -ზე ქარჩხაძის გამომცემლობის გაყიდული თითოეული წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში".

საბა:

"ბავშვთა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით “საბა” 23 მაისიდან 1 ივნისამდე შეძენილი თითოეული გამოწერის სერვისის საფასურიდან 1 ლარს გადარიცხავს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად".

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა:

"23 მაისს სანტა ესპერანსაში განხორციელებული ყოველი ტრანზაქციიდან 1 ლარი გადაირიცხება ბავშვების დასახმარებლად".

გლობალი (Global):

"გლობალი უერთდება კამპანიას დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის. 23 მაისიდან 28 მაისამდე გაყიდული ყოველი ავტომობილიდან 50 ლარი გადაირიცხება ფონდში.

მადლობა ყველა ჩვენს მომხმარებელს, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გვეძლევა ამ გადაწყვეტილების განხორციელების საშუალება".

ლისი ტრიო:

"1 ივნისის ჩათვლით, ლისი ტრიოში გაყიდული ყველა ბინიდან 10 000 ლარი დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება".

ბურატინო სათამაშოები:

"სიკეთე გადამდებია! ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივას და ხვალ, 23 მაისს, ბურატინოს ოთხივე ფილიალში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში. წამალი ბავშვებს".

წიწილა:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 23 და 24 მაისს, წიწილა ბისტროს ფილიალებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 5 ლარი ფონდში მათ დასახმარებლად გადაირიცხება. ჩვენი მხარდაჭერა ბავშვებს".

FlowFlow Magazine:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, 22-დან 28 მაისამდე პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთიდან, 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. წამალი ბავშვებს".

ცოდნის კაფე:

"ვუერთდებით სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივას და დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხვალ, 23 მაისს, ჩვენს წიგნის მაღაზიაში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი მათ ფონდში გადაირიცხება. იმედი გვაქვს, სიმბოლური 1 ლარის გამოწვევას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. წამალი ბავშვებს".

არტე:

"მაისის ბოლომდე შემოსული თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ყველა შეკვეთიდან ნაწილი თანხა გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად! არტე უერთდება საერთო კეთილ საქმეს, გვჯერა რომ ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ".

ჩიკატაი:

"საუკეთესო მაგალითი გვაჩვენეს ილიას უნივერსტეტის სტუდენტებმა - პატარა ნაბიჯიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თითქოს სულ ვიცით, მაგრამ ხანდახან შეხსენება მაინც გვჭირდება როგორც ჩანს.ვუერთდებით მათ წამოწყებას და დღეიდან ერთი კვირის მანძილზე ყველა გაყიდული პროდუქტიდან 10₾ გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საჭიროებებისთვის. შეიძლება ეს ძალიან ცოტაა რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ეტაპზე, მაგრამ გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია".

ის პოსტერი:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, დღეიდან ერთი კვირის მანძილზე, თითოეული გაყიდული პოსტერიდან 5 ლარი მათ დასახმარებლად გადაირიცხება. იმედი გვაქვს, ამ სიმბოლურ გამოწვევას ყველა შემოურთდება და სიკეთის ვირუსივით გავვრცელდებით. წამალი ბავშვებს! ერთად ყველაფერი გამოვა".

Gisho Coffee:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად დღეიდან 26 მაისის ჩათვლით ჩვენს კოფი-შოპში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან მიღებული 1 ლარი ილიაუნის სტუდენტების მიერ შექმნილ ფონდში გადაირიცხება. მოვუწოდებთ სხვა კოფი-შოპებს და ბიზნესებს, შემოგვიერთდნენ ამგვარ ქველმოქმედებაში და ერთად ვუყიდოთ საჭირო მედიკამენტი ბავშვებს".

პროფკავშირი "ლაბორი":

"პროფკავშირ "ლაბორის" გამგეობის გადაწყვეტილებით, მაისში დასაქმებულთა მიერ ჩარიცხული საწევრო ანარიცხების მთლიანი თანხის 1% გადაირიცხება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერ ფონდში. ​"ლაბორი" ამ ფორმით უერთდება მარათონს. გვჯერა, რომ სოლიდარობა ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საუკეთესო საფუძველია".

Zura's Bike Shop:

"წამალი ბავშვებს! წამალი ბავშვებს! დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად 23 მაისიდან, 31 მაისის ჩათვლით, ჩვენს მაღაზიებში შესრულებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარი ბავშვიკებთან გადაირიცხება".

საქართველოს უნივერსიტეტი:

"საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად რიცხავს 15000 ლარს, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით".

ომნიბუს ექსპრესი:

"23-24 მაისს, ყოველი თქვენი ბილეთი სიკეთის ნაწილად იქცევა.ომნიბუსი უერთდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ კამპანიას და აღნიშნულ დღეებში თითოეული გაყიდული ბილეთიდან 1 ლარს გადარიცხავს მათ დასახმარებლად.ერთად მეტი შეგვიძლია".

ჯორჯიან ბას:

"1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისი–ბათუმი და ბათუმი–თბილისის მიმართულებით გაყიდული თითოეული ბილეთიდან შემოსული თანხის 100% დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება".

ხინკალი & ჭაჭა ბათუმი:

"წამალი ბავშვებს. ხვალ ბათუმის და თბილისის ფილიალში განხორციელებული ყველა ტრანზაქციიდან 5 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის ბავშვთა ფონდში. სიკეთე გადამდებია".

Ikani:

"23 და 24 მაისს, თითოეული თქვენი შენაძენი სიკეთის ნაწილად იქცევა. ჩვენ მაღაზიაში და ონლაინ შესრულებული ყოველი ტრანზაქციიდან 20% დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხებაწამალი ბავშვებს!"

თეატრი სახელოსნო 42:

"თეატრი სახელოსნო 42 ვუერთდებით სტუდენტების ინიციატივას. 23 მაისს, სპექტაკლზე "ბენზინგასამართი სადგური" შემოსული თანხა, გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად".

პირველი ფიტნეს აკადემია:

"23 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით, ჩვენს კურსზე დარეგისტრირებული თითოეული მოსწავლის მიერ ჩარიცხული თანხიდან 100 ლარი გადაირიცხება დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე, მათი მკურნალობისა და საჭირო თერაპიების დასაფინანსებლად.
ერთად შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ".

კურაციო:

"კლინიკა კურაციოს კარი ყოველთვის ღია იქნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ნებისმიერი ასაკის პირს სრულად უფასოდ მივაწოდოთ ჩვენს მიერ განხორციელებული შემდეგი სამედიცინო მომსახურებები: სპეციალისტების (პედიატრი, ოჯახის ექიმი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ლარინგოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი) კონსულტაცია, ინსტრუმენტული (ულტრასონოგრაფიული და რენტგენოლოგიური კვლევები, სპირომეტრია, EKG, 24 საათიანი ჰოლტერი) და ლაბორატორიული (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური კვლევები, ელექტროლიტებისა და D ვიტამინის განსაზღვრა) კვლევები".

Auto Home:

"23 მაისს Auto Home-ში გაყიდული თითოეული ავტომობილიდან - 200 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში".

CarX Auto:

"დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, ქარექს ავტო-ში მომავალი 1 კვირის განმავლობაში ყოველი შეკვეთილი ავტომობილიდან 100₾ გადაირიცხება ფონდში".

ვიშლისთი:

"23 და 24 მაისს - შემოსული რეალიზაციის 5% “ბარბარეს და ნინოს ფონდის” სახელით სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში".

ზოდი:

"24-26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, გაყიდვებიდან შემოსული სრული თანხის 𝟏% გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად".

შოკოლატერია არტიზანი:

"25-26 მაისს კაფე არტიზანში შემოსული თანხების 20% გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში".

re:school:

"კომპანია re:school უერთდება ილიაუნის სტუდენტების მარათონს და რიცხავს 2000 ლარს რე:სქულელი თანატოლების სახელით. სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ შევასწავლით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ციფრული პროდუქტების შექმნას, რათა შეძლონ საკუთარი შემოსავლის უმოკლეს დროში გამომუშავება".

აჯიკაია:

"აჯიკაიას სახელით და თქვენი მხარდაჭერით 15% გადაირიცხება - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებთან".

Scoot Scoot:

"ეს არის წითელი ვესპა. ფასდაკლებით ახლა 5290 ლარი ღირს და როგორც კი გაიყიდება, სრული 5290 ლარი სკუტ სკუტის გუნდის და მყიდველის სახელით გადაირიცხება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად".

Emolas Corporation:

"როგორც ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, გვჯერა, რომ ხელოვნების მხარდაჭერა ასევე მომავლის, ჩვენი შვილების მხარდაჭერას გულისხმობს. დიუშენის მარათონის სოლიდარობის ნიშნად, Emolas Corporation მომავალი წარმოდგენებიდან 1,000 დოლარს გაიღებს. ეს შემოწირულობა შეგროვდება Gerald W. Lynch Theater-ში დაგეგმილი „მოახლეების“ (26 და 28 ივნისი) და Palladium Times Square-ზე დაგეგმილი „გამოუვალი მდგომარეობის“ (No Way Condition) ბილეთების გაყიდვებიდან შემოსული თანხით. ჩვენთვის დიდი პატივია ამ კეთილშობილური საქმის მხარდაჭერა".

Travelfy:

"25 მაისს თითოეული გაყიდული სამოგზაურო ტურიდან, 100₾ - გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ ფონდში".

Villa Mosavali:

"25 და 26 მაისს, Villa Mosavali - ში და Mosavali Event Hall • მოსავალი ივენთ ჰოლი - ში განხორციელებული ყველა ტრანზაქციიდან 10 ლარი გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ფონდში".

"სტრადა" და "ორო"

"Strada • სტრადა და Oro • ორო შეუერთდნენ საქველმოქმედო მარათონს, რომლის ფარგლებშიც ფონდში 10 000 ლარი გადაირიცხა"

HEAN georgia

"HEAN georgia - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერ მარათონს უერთდება. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ქმედებას შეუძლია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილების შექმნა და იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები