მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეისყიდის

დიუშენი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ, 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, რის შემდეგაც ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები გაიცვლება და სახელმწიფო მედიკამენტის შესყიდვას დაიწყებს.

კობახიძის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ვამოროლონი“ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მეორე პრეპარატ „ჯივინოსტატთან“ ერთად, სრულიად უფასოდ გახდება ხელმისაწვდომი.

„რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებისა და ქვეყანაში შემოტანის მოთხოვნით პაციენტების მშობლები თითქმის ორი თვის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

პროტესტის შემდეგ, მშობლებს ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ, სადაც ოჯახებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის უზრუნველყოფის ოფიციალური დაპირება მიიღეს.

შედეგად, 31 ივლისს პირველ მედიკამენტ "ჯივინოსტატზე" იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" ხელშეკრულება გაფორმდა (პრეპარატი 2024 წელს დაამტკიცა აშშ-ის FDA-მ, ხოლო 2025 წლის ივნისიდან ევროპაშიც გახდა ხელმისაწვდომი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები