მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესებისგან გვესმის: არ შემოუშვა, არ მოემსახურო, ჩაუფურთხე... კომპანიებმა ნება იბოძონ, მოემსახურონ ყველას" - პაპუაშვილი ბიზნესმენების ნაწილს მიმართავს

პარლა

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენების ნაწილი პროევროპულად განწყობილია, ამიტომ არის შემთხვევები როდესაც მათი კომპანიების მხრიდან ყველას მიმართ მომსახურება არ ხდება.

უფრო მეტიც, პაპუაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენების ნაწილი ზიზღს იჩენს გარკვეული ადამიანების მიმართ და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მტრულ გარემოს უხვედრებს.

"როდესაც ბიზნესმენის პოზიცია არის, რომ ხელი არ ჩამოართვა, გარიყე, „ბიომასა“ დაუძახე, ზიზღი, სიძულვილი და როდესაც ამ ადამიანს აქვს კომპანია, რომელიც შეიძლება ხალხს მომსახურებას უწევს და იქ რომ ადამიანი შედის და მტრულ გარემოს უხვედრებს პირადად მის წინააღმდეგ, რომ არ ხარ ადამიანი, ხარ გასარიყი, ხარ ჩამოსაწერი. "ბისზნესებისგან გვესმის: არ შემოუშვა, არ მოემსახურო, ჩაუფურთხე, ამას ბიზნესმენების კომპანიების წარმომადგენლები აკეთებენ. თვითონ, რაც უნდათ ის ქნან, თავის სიძულვილში ბოლომდე ჩაიხარშონ მათი ხვედრი ეს არის, მაგრამ მათმა კომპანიებმა ნება იბოძონ მოემსახურონ ყველას და არ გახდნენ პოლიტიკური პლატფორმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა, „გრანტების კანონის“ ერთ-ერთ პუნქტზე სადაც საუბარია, რომ მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის ჯარიმა ემუქრებათ. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს ეს არ ეხება, ეხება იურიდიულ პირებს ანუ კომპანიებს, კომპანიების მხრიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი კანონი ისედაც კრძალავს იურიდიული პარტიების მხრიდან შემოწირულობების გაკეთებას პარტიებისთვის და ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდეს პოლიტიკური პლატფორმებად გადაქცევის შესაძლებლობა.

„საქართველოში აკრძალულია იურიდიული პირების მხრიდან პარტიებისთვის შემოწირულობის გაკეთება. ანუ იურიდიულ პირს, კომპანიას არ შეუძლია პოლიტიკაში ირიბად ყოფნა, პარტიის დაფინანსება, რომ შემდეგ მისი ინტერესი პარტიამ გაატაროს. აკრძალულია ეს ჩვენთან. აქედან ლოგიკა, თუ კი ჩვენ ვთანხმდებით და ეს აკრძალულია საქართველოში, რომ იურიდიულ პირებს ვუკრძალავთ პარტიის დაფინანსებას და ამით ირიბად პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ რა თქმა უნდა აკრძალული უნდა იყოს, რომ ის პირდაპირ იყოს პოლიტიკაში ჩართული და პირდაპირ, როგორც პარტია მოქმედებდეს. ეს რეგულაცია ამას გულისხმობს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ვინც არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები და მთელი მათი მომართულობა არის ის, რომ რამენაირად გარე ძალებს ასიამოვნონ, ზოგიერთი ან ბიზნესშია ან სხვაგან, მათ პირადად რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ საკუთარ კომპანიებს შემდეგ წამოაყენებენ და კომპანიები ხდება პოლიტიკური პლატფორმა გარკვეული აქტივობების. მათ შორის მათი რეკლამა, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური შინაარსი ჰქონდეს ანუ კომპანია ხდება უკვე პოლიტიკური აქტორი. თუ კი კომპანიას, იურიდიულ პირს აკრძალული აქვს პარტიის დაფინანსება, მით უფრო აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ყოფნა", - განაცხადა მან.

მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის 20,000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ - "ოცნების" ინიციატივა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები