"ზღაპარის" დირექტორი თამარ უდესიანი აცხადებს, რომ მოთხოვნის საფუძველზე სურსათის ხანგრძლივად გაიაფება შეუძლებელია. მან ამის შესახებ "ფასების საპარლამენტო კომისიაზე" განაცხადა, სადაც დღეს, საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.
ფრაქცია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ შემდეგი კითხვა დასვა: კომისიის წარმომადგენლებმა დღეს რომ გთხოვოთ, რომ ორშაბათს 10%-ით გააიაფოთ 5 პროდუქტი (რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი) მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ ეს?
"მოთხოვნის საფუძველზე 2-3 დღე შესაძლებელია ჩვენი მოგების ხარჯზე, დანარჩენი პროდუქტებიდან მიღებული მოგების ხარჯზე, მაგრამ გრძელ ვადაში აღნიშნულის გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია. გრძელ ვადაში ვერ გავაიაფებთ ვერანაირად", - თქვა თამარ უდესიანმა.
თავის მხრივ, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ "ბიზნესი ასე არ მუშაობს", რომ მოთხოვნის საფუძველზე ხდებოდეს ფასის კორექტირება, რაზეც დეპუტატმა დააზუსტა რომ კითხვა რიტორიკული იყო.
"რაღაც სტრუქტურიდან გვთხოვეს რომ გავაიაფოთ და გავაიაფეთ - ბიზნესი ასე არ მუშაობს. ამ [რიტორიკულ] კითხვაზე პასუხია, რომ არა, ვერ შევძლებთ [გაიაფებას]", - თქვა გიორგი ხაბაშვილმა.




























