მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას ითხოვს

6436ba107d886
ანუკა ჯოხაძე
13.04.23 00:35
1372
ავტოსკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაზარზე კონტროლის მექანიზმია შემოსაღები. "არტ დრაივის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ავტოსკოლას პროფესიული სასწავლებლის სახე უნდა ჰქონდეს და მას მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე უნდა შეეძლოს მომსახურების გაწევა.

მისივე თქმით, ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია და მომავალში ავტოსკოლას ლიცენზიის მოსაპოვებლად შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა დასჭირდება.

“მომსახურების სააგენტოს მხრიდან წამოვიდა ინიციატივა და გვქონდა შეხვედრებიც. პრაქტიკულ ნაწილზე ინსტრუქტორ მასწავლებლების გადამზადების პროცესი აუცილებელია. არის ინსტრუქტორები, რომლებიც ავტო სკოლების მიღმა, დამოუკიდებლად აქვთ ავტომობილში პედლები დაყენებული და ასწავლიან, მათ ტექნიკურ მატერიალური ბაზა არ აქვთ.

იჩაგრებიან ისინი, ვისაც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, რადგან ინდივიდუალურად მასწავლებლები უფრო დაბალ ფასს სთავაზობენ. ეს გასაგებია, იმიტომ რომ მას გადასახადები არ აქვს გადასახდელი.

კონტროლი უნდა იყოს, რომ მოსწავლემ პროფესიული ცოდნა მიიღოს. ყველას ვინც ავტომობილს მართავს არ შეუძლია რომ ასწავლოს. ჩვენი ავტოსკოლა ამ ცვლილებებისთვის მზად არის,”-აცხადებს არტ დრაივის დამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები