მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი ითხოვს რეგულირებას" - ზურა ჩხაიძე ვენახების გაშენებაზე ნებართვების დაწესებას მხარს უჭერს

ზურა ჩხაიძე

ბიზნესმენი „კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურა ჩხაიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას ვენახების გაშენებაზე სანებართვო სისტემის შემოღების შესახებ დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ბაზარი დეფიციტსა და პროფიციტს თავად არეგულირებს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და პროცესების რეგულირება ამ ეტაპზე აუცილებელია.

"როდესაც არსებობს ქვეყნის მხრიდან დახმარება მხედველობაში მაქვს ვენახების კუთხით, შედეგები სახეზეა. ხოლო როდესაც ბაზარი არეგულირებს, ასე ვთქვათ, დეფიციტსა და პროფიციტს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რეგულაცია ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

რეგულაცია არ მოითხოვს ისეთ მაკონტროლებელ მექანიზმს, როგორიც ადრეულ პერიოდში იყო. რეგულაცია ჩვეულებრივი მომენტია. პირიქით, ბიზნესი ითხოვს, რომ იყოს რეგულირებული, სადაც საჭიროა იქ გაშენდეს, სადაც არ არის საჭირო, არ გაშენდეს. მაგალითად, როგორი ჯიშობრივი ყურძენი უნდა გაშენდეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფუნდამენტალურად უნდა იქნეს ეს განხილული. ვფიქრობ, ძალიან დროულია", - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას 1-ელი მაისიდან ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება.

ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები