მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

KTW

მთავრობამ KTW-ს 2015 წლის ბოლომდე ასაშენებელი ტურისტული მომსახურების კომპლექსის მშენებლობის ვადა 2029 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.

16 ოქტომბრის 2454-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 16 მაისის განკარგულებაში, რომლითაც მთავრობამ „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში 1 929 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 500 ლარად გადასცა.

ძველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიას, 12 წლის წინ პრივატიზებულ ქონებაზე ტურისტული მომსახურების კომპლექსი 2015 წლის ბოლომდე უნდა აეშენებინა, რაშიც მინიმუმ ₾1 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაედო. ამასთან, 30 კვ.მ.-ის სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ფართები სარგებლობაში 5 წლის ვადით უნდა გადაეცა, საიდანაც პირველი ერთი წელი უსასყიდლო უნდა ყოფილიყო.

ახალი განკარგულების მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადების ცვლილების გარდა, „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ პირობების შესრულებისა და ამავე პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად, 2035 წლის პირველი ივნისის ჩათვლით, მინიმუმ 115 000 ლარი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს.

ამასთან, KTW საპრივატიზებო პირობების შეცვლა/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების წესის მიხედვით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ბიუჯეტში 16 440 ლარი უნდა გადაიხადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები