მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი მთავრობას “რუსული კანონის” გაწვევას სთხოვს;

საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება, მათ შორის ის პირები, რომელთაც ათი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ღიად დაუჭირეს მხარი. მარიამ ლაშხი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ასევე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა “მსოფლიო ბანკში” და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.დღეს ის დეპუტატია და პასუხი მისგან ქართული ოცნების ერთი დეპუტატისგან, რომელსაც სავარაუდოდ ხვალ არჩევანი ორი განსხვავებული ფერის ღილაკზე თითის დაჭერას შორის ექნება ჯერ არ არის.

განცხადებები და პოზიციები ბოლო კვირებში მსხვილი თუ მცირე ბიზნესებისგან მათი პოზიციის შესაბამისად არაერთი იყო. მოვისმინეთ მიმართვები ბიზნეს გაერთიანებებისგანაც, რომელთაც დრეს ბიზნეს ფედერაცია ქალები მომავლისთვის შეუერთდა. ბიზნეს ლიდერი ქალები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისაკენ მოუწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები