მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი მთავრობისგან რიგ დარგებში სამუშაო დროის 40 საათამდე შემცირების გადავადებას ითხოვს

63dcbccf3da6f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.23 11:54
787
ბიზნესი მთავრობისგან რიგ დარგებში სამუშაო დროის 40 საათამდე შემცირების გადავადებას ითხოვს.

შესაბამისად, დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას სპეციფიკური სამუშაოს მქონე დარგებიდან მშენებლობის, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობის; სასტუმროებისა და რესტორნების ამოღებას სთხოვს.

ამის შესახებ დღეს ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ ჟურნალისტებს დამსაქმებელთა ასოციაციაში სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალთან დაკავშირებით (40 საათიანი სამუშაო გრაფიკი) გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ვინაიდან ეს დადგენილება იყო მიღებული წლის ბოლოს და კომპანიებს, განსაკუთრებით დიდ კორპორაციებს დაგეგმილი ჰქონდათ თავიანთი ბიუჯეტი იმ სამუშაო საათების განსაზღვრით, ამდენად მათ გარკვეული პრობლემები წარმოეშვათ, რომელთაც გადაწყვეტა ესაჭიროებათ. ჩვენ წინასწარი საუბრები გვქონდათ მთავრობასთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან და თუ იქნება არგუმენტირებული, კარგად ახსნილი და დასაბუთებული ეს მოთხოვნები 40 საათზე მეტი სამუშაო კვირასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რომ ის განხორციელდება და მაგის დაშვება იქნება.

მოთხოვნაა მთელი წლით გადავადებაზე, რადგან კომპანიებს მთელი წლის პროექტები დამტკიცებული აქვთ და ვნახოთ მთავრობა რას გვიპასუხებს“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი გასული წლის მიწურულს 26 დეკემბერს დაამტკიცა. მიღებული დადგენილებით, შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის;

საქმე ის არის, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

ეს გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან სპეციფიკური დარგებად არ ითვლებიან 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები