მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს იწვევს 40-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა? - დამსაქმებელთა ასოციაცია

63c551c22a880
ანუკა ჯოხაძე
16.01.23 17:45
1356
26 დეკემბერს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, გადაიხედა. ცვლილებით, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში დასაქმებულები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

დამსაქმებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობა ყოველდღიური არ შეიძლება იყოს და თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, ესეც კანონის დარღვევას ნიშნავს.

დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტის, ნიკა აბუთიძის თქმით, იმისთვის, რომ კონკრეტული სექტორები ახალ დადგენილებას მოერგონ, ახალი კადრების დაქირავება მოუწევთ, რაც ხარჯების ზრდასთან ერთად ბიზნესისთვის ახალი გამოწვევა იქნება, რადგან ისედაც კადრების დეფიციტის ფონზე კერძო სექტორს შესაბამისი რაოდენობის კადრის მოძიება გაუჭირდება.

ასოციაციაში საუბრობენ, კიდევ ერთ პრობლემაზე - იურისტის თქმით, შესაბამისი დადგენილება ძალაში ისე შევიდა, რომ ბიზნესს გარდამავალი პერიოდი არ მიეცა, რაც კერძო სექტორისთვის დამატებითი დარტყმა იყო.

“მათ, ვინც სპეციკური დარგების სიაში აღარ ხვდება, მოუწევთ დამატებითი სამუშაო ძალის მოძიება და კვირაში დადგენილი 48 საათის გადანაწილება უფრო მეტ თანამშრომელზე, ვიდრე აქამდე მათ ჰყავდათ. ბიზნესს მოუწევს სამუშაო ძალის გაზრდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ ერთი პირი ყოველდღიურად ზეგანაკვეთურად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მას უნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა, ეს მაინც შრომის კოდექსის დარღვევა იქნება.

კიდევ ერთი უარყოფითი საკითხი შეიძლება იყოს ისიც, რომ ბიზნესს არ მიეცა გარდამავალი პერიოდი და ის უკვე ძალაშია, ძალაში შესვლის მომენტი კი არავისთვის არ იყო ცნობილი”, - ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ნიკა აბუთიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები