მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგების ჩამონათვალი, სადაც კვირაში 48-საათიანი სამუშაო შესამცირებელია - პროფკავშირები

63c552c52e131
ანუკა ჯოხაძე
21.01.23 10:40
12696
მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა. მთავრობამ შესაბამისი დადგენილება დაამტკიცა. საქმე ისაა, რომ დადგენილებით შემცირდა სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, სადაც კვირაში 48-საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებულია. დარგების ჩამონათვალის შემცირება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.

ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საქართველოს პროფკავშირებში. როგორც პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა ამბობს, დასაქმებულების მსგავსად დაყოფა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

მისი თქმით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რაც ახალი დადგენილებით არსებობს, კიდევ უფრო მეტად შესამცირებელია.

სურმავა საუბრობს ახალი დადგენილების დადებით მხარეებზეც. მაგალითად კი, ახალ დადგებილებაში არსებული ჩანაწერი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც სპეციფიკური დარგებისა და სამუშაო პოზიციების დადგენა ხდება. საუბარია ე.წ უწყვეტობის პრინციპზე - მდგომარეობაზე, როცა სამუშაოს შეწყვეტა პროცესს ზიანს აყენებს.

“ტრანსპორტირებასთან, დასაწყობებასთან, კვებასთან დაკავშირებული კონკრეტული სამუშაოები, რომელიც სპეციფიკური დარგების ჩამონათვალშია, არ უნდა იყოს. დადებითი კონტექსტი რაც ამ დადგენილებას აქვს, არის ის, რომ წინა დადგენილებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში პირდაპირ გაიწერა სპეციფიკური დარგების კონტექსტი, რომლითაც ნორმირებული სამუშაო დრო 48 საათიდან აითვლება, და ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ დასაქმებულს, რომლის მიერ უშუალოდ სამუშაოს პროცესი მოიცავს უწყვეტობას.

ანუ თუ შესაძლებელია კონკრეტული დასაქმებულის ჩანაცვლება სხვა პერსონალით ან მორიგეობით, ასეთ შემთხვევაში საწარმოს უწყვეტი პროცესი დასაქმებულთან მიმართებით არ უნდა გავრცელდეს და სტანდარტულად 40-საათიანი ნორმირებული კვირა უნდა იყოს.”-აცხადებს საქართველოს პროფკავშირების თავჯდომარის მოადგილე თამარ სურმავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები