მაღალმთიან კურორტებზე ზამთრის ტურისტულ სეზონი, ოფიციალურად 20 დეკემბერს იხსნება. სვანეთი, კონკრეტულად კი ჰაწვალი, საერთაშორისო სათხილამურო ტურნირებითა და გამორჩეული ბუნებით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად ითვლება. ტურისტული პოტენციალის ზრდა, ცხადია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საოჯახო კონცეფციის „შალე ჰაწვალი“, რომელიც 2023 წლიდან საბაგიროს მიმდებარედ სტუმრებს კვებისა და განთავსების პრემიუმ სივრცეს სთავაზობს. უშბის ხედები, ავთენტური კულინარია და სვანური სტუმარ-მასპინძლობა ამ ბიზნესის მთავარი ხელწერაა. რა საოპერაციო სირთულეები ახლავს მთაში ბიზნესის მართვას და როგორ ემზადება კურორტი ზამთრის სეზონისთვის?
სტუმარი: ბარბარა უდესიანი - Chalet Hatsvali, დამფუძნებელი






























