20 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის და გრანდ ლიგის შეხვედრები გაიმართა.
A ჯგუფის მეორე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი დერბი „ძალოვნებს“ შორის 2:2 დასრულდა. „შსს“ მეათე წუთზე დაიწუნარდა. ტაიმის ბოლომდე „არმიამ“ წონასწორობა აღადგინა, მეორე ნახევარში კი წინ გავიდა, მაგრამ იმავე წუთზე საპასუხო გოლიც მიიღო და პრინციპული მეტოქეები ფრეზე გაიყარნენ.
ჯგუფის სხვა შეხვედრაში ნიკორამ ჯორჯიან მანგანეზს ოთხი უპასუხო გოლით მოუგო (4:0). ამავე ანგარიშით დაამარცხა დიპლომატ ჯორჯიამ საქართველოს ბანკი. სოლიდური სხვაობით იმარჯვა კროკობეთმა ბანკი ქართუსთან, „ბუკმეიკრებმა“ ქართუ 6:0 დაამარცხეს და დიპლომატ
ჯორჯიასთან ერთად ცხრილის სათავეში არიან.
B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ენერგო-პრომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეამას 4:1 სძლია. საწყის წუთზე მეამა დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ტაიმის ბოლომდე დაკარგა და შემდეგ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო.
გამორჩეული იყო ავერსისა და რუსთავის აზოტის დაპირისპირება. „ფარმაცევტებმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსენეს. „აზოტმა“ წონასწორობის აღდგენის შემდეგ ორჯერ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ მეტოქემ ორივეჯერ გაათანაბრა. ბოლო წამებზე დანიშნული ჯარიმა „ავერსმა“ შედეგიანად გამოიყენა და 4:3 იმარჯვა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა NS Studio-მ, რომელმაც ფარვანა 4:2 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ფარვანამ გახსნა, მაგრამ NS Studio-მ წონასწორობის აღდგენის შემდეგ ჩამორჩენა სამ ბურთამდე გაზარდა და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვა.
ერთი შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაშიც. ერთმანეთს McGill და ელპოზო დაუპირისპირდნენ. McGill-ის ზედიზედ გატანილ სამ გოლს ელპოზომ ერთი ბურთით მატჩის მიწურულს უპასუხა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 ნოემბერს გაიმართება.
NS




























