33 წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით კლუბის შემადგენლობის საერთო ფასი ჯამში 450 მილიონი ევროდან 640-მდე გაიზარდა.
ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლით გუნდმა 75 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო იტალიურ "სერია ა-ში" გამარჯვებით 23,4 მილიონი ევრო.
გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა გუნდის წევრები წაეხალისებინა და მათ დამატებით ბონუსები გადასცა. მან 8 მილიონი ევრო გამოყო, რომლიდანაც 4 მილიონი ევრო ფეხბურთელებს გადაეცემათ, დანარჩენი კი კლუბის სტაფზე გადანაწილდება. აქედან გამომდინარე, მოთამაშეებიდან თითოეულ წევრს დაახლოებით 150 ათასი ევრო გადაეცემა. სწორედ ამ თანხას მიიღებს ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელიაც.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ’’ ჩემპიონობა ოფიციალურად 4 მაისს, ,,უდინეზესთან’’ ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში გაიფორმა.