საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 85 მილიონ ევროს შეადგენს.
შესაბამისად, კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ბოლო მონაცემებით, რომელიც პორტალზე 11 ნოემბერს განახლდა, კვარაცხელიას ღირებულება 60 მილიონი ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ’’ ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბათუმის "დინამოდან’’ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
აქვე გეტყვით, რომ პოპულარულმა საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა, რომელშიც კვარაცხელია მეშვიდედან მეექვსე პოზიციამდეა დაწინაურებული, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს, ლიონელ მესის, ერლინგ ჰაალანდს, კილიან მბაპეს და ვინისიუს ჟუნიორს ჩამორჩება.